საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

4 მაისს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები,  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დოსითე და ქართული დიასპორის  წარმომადგენლები კუნძლ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების  ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ.

ქართულმა დელეგაციამ და ქალაქ ტექსელის მერმა ქართველ და ჰოლანდიელ მეომართა სასაფლაოებზე დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს.

ასევე, „De Burght“–ის ეკლესიაში ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანგებო ცერემონიალი ჩატარდა.