საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ინტერვიუ გაზეთში "The Holland Times"

2018 წლის მაისის ნომერში გაზეთმა „The Holland Times”-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩთან კონსტანტინე სურგულაძესთან სათაურით „საქართველო: პოპულარული ჰოლანდიური რეალითი შოუს მე-18 სეზონი საქართველოში გადაიღეს. ასევე 2018 წელს, საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს“.  

ინტერვიუში საუბარია საქართველოსა და ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობის შესახებ. საქართველოს ელჩი ასევე ეხმიანება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.

სტატიაში კონსტანტინე სურგულაძე საუბრობს ქართული ღვინის, ტურიზმის, ლიტერატურის და ჰოლანდიური რეალითი შოუს „Wie is de Mol”-ის საქართველოში გადაღების შესახებ.

The Holland Times May 2018.pdf