საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბავშვო ლიტერატურული შეხვედრა საქართველოს საელჩოში

13 მაისს, საქართველოს საელჩო, შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველ პოეტთან სოფო ფოცხვერაშვილთან საბავშვო ლიტერატურულ შეხვედრას უმასპინძლა. ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრი და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია.

პოეზიის საღამოს დაწყებამდე საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა პოეტს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

სოფო ფოცხვერაშვილმა ქართული საკვირაო სკოლის ბავშვებს ლექსებ წაუკითხა და ასევე მათგან ლექსები და სიმღერები მოისმინა.  ღონისძიების ბოლოს პოეტმა ყველა პატარას სამახსოვროდ საბავშვო ლექსების კრებული „დედამიწა რაზე დგას“ გადასცა.

საელჩოს მიერ ორგანიზებული პოეზიის საღამოში მონაწილეობისათვის და არაჩვეულებრივი საბავშვო ლექსებისათვის  საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ სოფო ფოცხვერაშვილს მადლობის სიგელი გადასცა და წარმატება უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში.