საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ერასმუსის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

6 ივნისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, ერასმუსის უნივერსიტეტის სტუდენტებისInternational Faculty Association ACE- კომიტეტის წევრებს უმასპინძლა. სტუდენტები საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ, სწორედ ამიტომ მოგზაურობამდე საქართველოს საელჩოში ჩვენი ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს გაეცნენ.

საქართველოს ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ქართული მრავალფეროვანი კულტურისა და ისტორიის შესახებ ისაუბრა. კონსტანტინე სურგულაძემ ასევე, აღნიშნა, რომ 2018 წელს 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე შესრულდა. ეს თარიღი უმნიშვნელოვანესია საქართველოსათვის, სწორედ ამიტომ 2018 წელს საელჩოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ეძღვნება.

ასევე, სტუდენტებს საქართველოს ისტორიის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შესახებ ესაუბრა ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორიორგანიზაცია „Caucasus Interconnect“-ის ხელმძღვანელი, ფრანსუაზა კამპანიენი

შეხვედრის ბოლოს კონსტანტინე სურგულაძემ სტუდენტებს საქართველოში დაუვიწყარი მოგზაურობა და ქართული კულტურის კიდევ უფრო კარგად გაცნობა უსურვა.