საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანის ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონია

13 აგვისტოს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და საელჩოს წარმომადგენლებმა ჰააგაში, საერთაშორისო პრესცენტრში „Nieuws Poort”-ში განთავსებულ ომში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტების მემორიალურ მონუმენტთან, რომელიც ასევე ეძღვნება ტელეკომპანია „RTL”-ის ოპერატორს სტან სტორიმანსს, პატივი მიაგეს მოკლული ოპერატორის ხსოვნას.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით,  რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის დროს, სტან სტორიმანსი, 2008 წლის 12 აგვისტოს, გორის ცენტრალურ მოედანზე რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ ისკანდერის ტიპის კასეტური ჭურვის ჩამოგდებას ემსხვერპლა. ჭურვის ჩამოგდების შედეგად ასევე დაიღუპა 11 სამოქალაქო პირი.

მემორიალური ეკრანი 2018 წლის 23 მაისს გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 7 აგვისტოს, 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილოვა სტან სტორიმანსი.