საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონსტანტინე სურგულაძე საკვირაო სკოლის პედაგოგებსა და ბავშვებს დაემშვიდობა

4 ნოემბერს, საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე საელჩოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის გაკვეთილს დაესწრო და პედაგოგებს ილონა ჩხენკელს, ნუნუ გოგრიჭიანს, გიორგი ლაბაძეს, ირმა ბერიძესა და რომა ლაცუზბაიას ქართული საკვირაო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  და სიგელები გადასცა.

კონსტანტინე სურგულაძე საკვირაო სკოლის ბავშვებსაც დაემშვიდობა, რადგან 1 დეკემბერს ელჩი საკუთარ საქმიანობას ნიდერლანდების სამეფოში ასრულებს

სიმბოლურად, ელჩმა და ბავშვებმა, საქართველოს საელჩოს წინ, ქართული ვაზის კიდევ ერთი სახეობა დარგეს.