საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული საქართველოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი სადილი

28 ნოემბერს, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ელჩთან, კონსტანტინე სურგულაძესთან გამოსამშვიდობებელი სადილი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა,  რობ ზაახმანმა  მადლობა გადაუხადა კონსტანტინე სურგულაძეს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს ელჩთან გამოსამშვიდობებლ სადილს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსული ხაის დე იახერი.