საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რწმუნების წერილი გადასცა

30 იანვარს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ფერნანდო არიასს რწმუნების წერილი გადასცა.

რწმუნებათა წერილის გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ და ფერნანდო არიასმა საქართველოსა და OPCW-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.