საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიების მენეჯერების ვიზიტი ნიდერლანდებში და მიღება საქართველოს საელჩოში

12 მარტს  საქართველოს საელჩომ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ თხუთმეტ მეწარმეს უმასპინძლა, რომლებიც კავშირის „აგროსერვისი“ წევრები არიან.  

საქართველოს საელჩოში შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები.

ნიდერლანდების სამეწარმეო სააგენტოს(RVO) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზაცია „The Netherlands Export Combination“-ის  ორგანიზებით, 11-15 მარტს „აგროსერვისში“ გაერთიანებული მეწარმეები ნიდერლანდებში სასწავლო ბიზნეს პროგრამით იმყოფებიან. კავშირი ,,აგროსერვისი” სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ფერმერებსა და იურიდიულ სუბიექტებს ემსახურება.

სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მენეჯერებისათვის შემუშავებული პროგრამის მიზანი კომპანიების საქმიანობის გაფართოების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ, პრაქტიკული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ ჰოლანდიელი ბიზნეს ექსპერტებისგან. მისიის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა კომპანიებს ეწვევიან, დაესწრებიან სემინარებს ევრო სტანდარტების დანერგვისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით, აგრეთვე შედგება ორმხრივი „B2B“ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.