საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული რესტორნის „სოხუმი“ მფლობელის მადლობის სიგელით დაჯილდოება

20 ივნისს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ჰააგაში მდებარე ქართული რესტორნის „სოხუმი“ მფლობელი იზოლდა კვიციანი ნიდერლანდების სამეფოში საქართველოსა და  ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

23 ივნისს რესტორანი „სოხუმი“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით რესტორანი საზეიმო მიღების გამართვას გეგმავს.