საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორული ვებ-პორტალის შექმნის შესახებ

გაცნობებთ, რომ ქართულ დიასპორასთან ერთიანი და მჭიდრო კავშირის განმტკიცების მიზნით, შეიქმნა დიასპორული ვებ-პორტალი - www.gda.ge.

აღნიშნული ვებსივრცე ერთი ფანჯრის პრინციპზე შექმნილი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული,
დიასპორის საჭიროებებზე მორგებული ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამოქმედდა.

სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში დიასპორის ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით, ველით თქვენს წინადადებებს ვებ-გვერდის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.