საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი ხელოვანების გამოფენა ოოტმარსუმში

8 სექტემბერს საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე . ოოტმარსუმში „Ton Schulten“-ის მუზეუმში ქართველი ხელოვანების გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნუგზარ კახიანის, ალექსი კვარაცხელიას, ზურა კალანდას, მერაბ გაგილაძის, დავით პოპაშვილის, დავით გიორგაძის, გიორგი კუხალაშვილის, დავით ხმალაძისა და ზაალ მეღვინეთუხუცესის ნამუშევრები.

გამოფენის გახსნაზე, ოოტმარსუმის მერთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა წარმოადგენს .ოოტმარსუმის არტ-ფესტივალის ნაწილს, რომელიც 20 აგვისტოს გაიხსნა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ხელოვნების ფესტივალის გახსნისთვის ორგანიზატორების მიერ გამოფენილ იქნა საქართველოს 100-მდე დროშა.