საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციის „VNO-NCW“ თავმჯდომარესთან

18 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების სამეფოს ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა კონფედერაციისVNO-NCW თავმჯდომარესთან ჰანს დე ბოერსთან შეხვედრა გამართა.

კონფედერაცია „VNO-NCW“ წარმოადგენს ნიდერლანდების ბიზნეს-სექტორის ინტერესებს და იგი აერთიანებს 160-მდე წევრ-ასოციაციასა და 185 ათასზე მეტ კომპანიას.

შეხვედრის მიზანს კონფედერაციასა და საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა წარმოადგენდა. მხარეებმა კონფედერაციის წევრი კომპანიებისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინტერესო საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.