საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჰააგაში ქართული მონოსპექტაკლი „დაბადების დღე“ ჟესტების ენაზე ითამაშეს

20 ნოემბერს, ჰააგაში, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე ქართველი არტისტების შესრულებით მონოსპექტაკლს ჟესტების ენაზე  „დაბადების დღედაესწრო.

სპექტაკლი პროექტის მედიArt2 ფარგლებში და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ერეკლე კოპლატაძის თანადგომით განხორციელდა. მედიArt2 ითვალისწინებს თანამედროვე სახელოვნებო პროდუქტის ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ სმენადაქვეითებულ/სმენისარმქონეთათვის.

მონოსპექტაკლი დაბადების დღემოგვითხრობს ნინისა და გიორგის სევდიან რომანტიულ სიყვარულზე. ახალგაზრდა გოგონა შეყვარებულთან ერთად თბილისიდან ბათუმში ზღვის სანახავად გამოიპარება. რამდენიმე წლის შემდეგ, მათი სიყვარულის ისტორია ტრაგიკულად განვითარდება.

მონოსპექტაკლის დასრულების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.