საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა კომპანიის ICON Energy B.V. ვიცე-პრეზიდენტთან

5 დეკემბერს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა კომპანიის ICON Energy B.V. ვიცე-პრეზიდენტთან კრისტიან ესტრადასთან. ელჩმა კომპანიის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, ბიზნესის წარმოების კუთხით არსებული შესაძლებლობებისა და ბოლო პერიოდში ქვეყანაში გატარებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შესახებ. შეხვედრაზე ბატონმა ესტრადამ დააფიქსირა ICON Energy B.V.-ის დაინტერესება, საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ICON Energy B.V. წარმოადგენს მზის ელექტროსადგურების მშენებელ მოწინავე კომპანიას. მას  ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში 120 ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული პროექტი აქვს განხორციელებული.