საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა კუნძულ ტექსელის მერთან

5 დეკემბერს საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კუნძულ ტექსელის მერთან მიხელ უიტდეჰაგთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 2020 წლის 4 მაისს ტექსელის აჯანყებიდან 75 წლისთავის და მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების პატივის მისაგებად დაგეგმილი ცერემონიის საორგანიზაციო დეტალები. შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს. შეთანხმდა, რომ საქართველოს საელჩო უახლოეს მომავალში  ტექსელის კუნძულზე დაგეგმავს ქართული ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებას.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად, ყოველი წლის 4 მაისს, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპული ქართველი მეომრების პატივის მისაგებად კუნძულ ტექსელს სტუმრობს.