საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა მიღება გამართა

5 დეკემბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, სასამართლოს დაზარალებულთა ფონდმა ჰააგაში გამართა მიღება, რომელზეც წარმოდგენილი იყო  საქართველოს, ბანგლადეშის, მალის და ურუგვაის ეროვნული კერძები და ქართული ღვინო.

საქართველოს მხრიდან მიღებას თანამასპინძლობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე.