საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების მთავრობის მიერ მიღებული ახალი ზომები კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით

კორონავირუსის  (COVID-19) გავრცელების შეჩერების მიზნით, 15 მარტს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობამ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მასშტაბით 6 აპრილამდე მუშაობას შეაჩერებენ საბავშვო ბაღები და სკოლები. დაიკეტა კვების ობიექტები, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, სადაც შესაძლებელია, დაიცვან 1.5 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთს შორის.