საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ნიდერლანდებში დაშვებულ 90 დღიან ლიმიტზე მეტი ხნით დარჩენაზე

საქართველოს იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, ვინც ნიდერლანდებში იმყოფებით უვიზო რეჟიმის გამოყენებით და რომელთაც რეისის გაუქმების გამო უნებლიედ გიწევთ, დარჩეთ შენგენის ზონაში დაშვებულ 90 დღიან ლიმიტზე მეტი ხნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნიდერლანდების მთავრობა ამ საკითხს გაგებით მოეკიდება, მაგრამ ელის, რომ პირველივე შესაძლო რეისით დაბრუნდეთ სამშობლოში.

შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის საჭირო, რომ დაუკავშირდეთ ნიდერლანდების სამეფოს საემიგრაციო სამსახურს (IND) თქვენი საკითხის დასაფიქსირებლად.

გთხოვთ, რეგულარულად შეამოწმოთ ნიდერლანდების სამეფოს საემიგრაციო სამსახურის (IND) ვებ-გვერდი დამატებითი ინფორმაციისთვის