საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

19 მაისიდან, ნიდერლანდებში შემსუბუქდა შემდეგი ღონისძიებები

მთავრობის განცხადების მიხედვით, ლოქდაუნის შემსუბუქების მეორე ეტაპი დაიწყო 19 მაისიდან. 19 მაისიდან შემსუბუქდა შემდეგი ღონისძიებები:

 

1.       სპორტული აქტივობები დახურულ სივრცეში:

ნებადართული გახდა სპორტული აქტივობები დახურულ სივრცეში, როგორიცაა ფიტნესი და საცურაო აუზები. ერთ სივრცეში დასაშვებია მაქსიმუმ 30 ადამიანის ყოფნა, მხოლოდ ინდივიდუალურად ან მაქსიმუმ 2 ადამიანის ჯგუფებად. დაუშვებელია შეჯიბრებები და მაყურებლის დასწრება, ასევე, გამოსაცვლელი ოთახების გამოყენება, გარდა საცურაო აუზებისა. აუცილებელია წინასწარი ჯავშანი და ჯანმრთელობის შემოწმება. გარდა უშუალოდ სპორტული აქტივობისა, სავალდებულოა პირბადის ტარება.

 

2.       რეკრეაციული აქტივობები ღია სივრცეში:

გაიხსნა გასართობი პარკები, ზოოპარკები, გოლფის სათამაშო მოედნები და მსგავსი დაწესებულებები შემდეგი შეზღუდვებით: ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანის ყოფნა. ჯავშნები და ჯანმრთელობის შემოწმება სავალდებულოა. დაჯავშნა შეიძლება გაკეთდეს ერთად მცხოვრები ადამიანებისთვის ან მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის სხვადასხვა ოჯახებიდან, ბავშვების ჩაუთვლელად.

 

3.       სახელოვნებო და კულტურული აქტივობები დახურულ სივრცეში:

გაიხსნა სახელოვნებო და კულტურული ღონისძიებების დახურული ადგილები. კვლავ შესაძლებელია მუსიკის, ცეკვის ან თეატრის გაკვეთილების ჩატარება. მასწავლებლებს შეუძლიათ გაკვეთილი ჩაატარონ ინდივიდუალურ ან 2-კაციან ჯგუფებში. უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობით გაკვეთილები დაუშვებელია, გარდა 18 წლამდე ბავშვებისა. ერთ სივრცეში დაშვებულია მაქსიმუმ 30 ადამიანის ყოფნა. დაცული უნდა იყოს 1.5 მეტრის დისტანცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმიანობის ხასიათი ამას შეუძლებელს ხდის, მაგალითად ცეკვა. აკრძალულია მაყურებლის დასწრება. ჯავშნები და ჯანმრთელობის შემოწმება სავალდებულოა. სავალდებულოა პირბადის ტარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია მისი ტარება ვარჯიშის და რეპეტიციის დროს.

 

4.       სახელოვნებო და კულტურული აქტივობები ღია სივრცეში:

გაიხსნა კინემატოგრაფიული და საშემსრულებლო ხელოვნების გარე ლოკაციები, როგორიცაა ღია ცის ქვეშ თეატრები. ერთ სივრცეში დასაშვები იქნება მაქსიმუმ 30 ადამიანის ყოფნა. დაჯავშნა სავალდებულოა და ის შეიძლება გაკეთდეს ერთად მცხოვრები ადამიანებისთვის ან მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის სხვადასხვა ოჯახებიდან, ბავშვების ჩაუთვლელად. ჯანმრთელობის შემოწმება ასევე სავალდებულოა. ასევე გაიხსნა მუზეუმების, ქანდაკებების ბაღები და გარე ისტორიული ადგილები. ვიზიტორთა რაოდენობა შემოიფარგლება ერთი ადამიანით 10 კვადრატულ მეტრზე.

5.       რეკრეაციული აღჭურვილობის გაქირავების სერვისები:

გაიხსნა გარე გასართობი აღჭურვილობის გაქირავების მომსახურება, როგორიცაა კანოები, კატარღები და ველოსიპედები.

 

6.       კაფეების/რესტორნების ტერასები:

გარე დასაჯდომი ადგილები შეიძლება ღია იყოს 06.00-დან 20.00 საათამდე. თითოეულ დაწესებულებაში შეიძლება იყოს მაქსიმუმ 50 სტუმარი. არაუმეტეს 2 ადამიანი სხვადასხვა ოჯახიდან შეიძლება იჯდეს ერთ მაგიდასთან, 1.5 მეტრის დაშორებით.

 

7.       კონტაქტური პროფესიები:

დასაშვებია ყველა მომსახურება, რომელიც მოიცავს მჭიდრო კონტაქტს.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ნიდერლანდების მთავრობის ვებ-გვერდს: https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19