საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მოქალაქეების კოვიდ-ვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

 

 

 

 კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

ნიდერლანდების სამეფოში კოვიდ-ვაქცინირებულთათვის შესვლის წესი იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://netherlands.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=436&lang=1&NewsID=149626


 

 კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

საქართველოდან საქართველოს მოქალაქის ნიდერლანდების სამეფოში ტურისტული მიზნით შესვლა აკრძალულია 2020 წლის 27 ოქტომბრიდან.

დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ მითითებული კატეგორიის პირთა გამგზავრება. 

 

საქართველოს მოქალაქეს ან/და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირს საქართველოდან ნიდერლანდების სამეფოში შესვლის უფლება აქვს საგამონაკლისო საფუძვლებით. კერძოდ, თუ ასეთი პირი:

მოქალაქეობა და ბინადრობის უფლება

  • ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან შენგენის ზონის ქვეყნის მოქალაქეობას. შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირების ოჯახის წევრმაც (ოჯახის წევრის ვიზიტის პირობები).
  • ფლობს ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, ლიხტენშტეინის, მონაკოს, ანდორას, სან მარინოს ან ვატიკანის მოქალაქეობას ან ბინადრობის ნებართვას. შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირების ოჯახის წევრმაც (ოჯახის წევრის ვიზიტის პირობები).
  • აქვს ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, მაგრამ ფლობს ნიდერლანდების ბინადრობის ბარათს ან ბინადრობის ნებართვას გრძელვადიანი რეზიდენტების შესახებ ევროკავშირის 2003/109/EEC დირექტივის შესაბამისად. შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირების ოჯახის წევრმაც (ოჯახის წევრის ვიზიტის პირობები).
  • აქვს ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, მაგრამ ფლობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ბინადრობის უფლებას ევროკავშირის სხვა დირექტივებიდან ან შენგენის ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე. შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირების ოჯახის წევრმაც (ოჯახის წევრის ვიზიტის პირობები).
  • ფლობს გრძელვადიან ვიზას (MVV).
  • ფლობს ნიდერლანდების იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ გაცემულ ცნობას ქვეყანაში გრძელვადიანი დარჩენის შესახებ.
  • ფლობს ნიდერლანდების ბინადრობის ნებართვას. შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირების ოჯახის წევრმაც (ოჯახის წევრის ვიზიტის პირობები).

 

სწავლა, კვალიფიკაცია და კვლევა

  • არის სტუდენტი, რომელიც ნიდერლანდებში შედის მოკლევადიანი ვიზიტით (3 თვეზე ნაკლები ვადით). სტუდენტს თან უნდა ჰქონდეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ცნობა. ასეთი საგანმანთლებლო დაწესებულება ნიდერლანდების იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ აღიარებული უნდა იყოს „მასპინძელ ორგანიზაციად“ (IND-ის ტერმინოლოგიით, „აღიარებული სპონსორი“).
  • არის მაღალი კვალიფიკაციის მიგრანტი და ნიდერლანდებში შედის მოკლევადიანი ვიზიტით (3 თვეზე ნაკლები ვადით). ასეთ პირს უნდა ჰქონდეს დასაქმების ნიდერლანდური ნებართვა ან მტკიცებულება განსახორციელებელი სამუშაოს შესახებ.
  • არის მკვლევარი ან მეცნიერი, რომელიც ექცევა კულტურული და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლების გამონაკლისში.

სამსახური/მუშაობა

  • არის საკვანძო მნიშვნელობის დასაქმებული ან საგამონაკლისო პროფესიის მქონე: მზრუნველი, ექიმი, ექთანი ან მკვლევარი.
  • არის მესაზღვრე მუშა (frontier worker).
  • არის სეზონურად დასაქმებული.
  • დასაქმებულია სატრანსპორტო სექტორში შემდეგი მიმართულებებით:
  • ტვირთის გადაზიდვა;
  • საკონტეინერო გემები;
  • დიდი ტვირთის გადამზიდი გემები (მაგ. მადნეულის ან ქვანახშირის გადაზიდვა);
  • ტანკერები (მაგ. საწვავის და ქიმიკატების გადაზიდვა);
  • თევზსაჭერი გემები;
  • დასაქმებულია ენერგეტიკის სექტორში:
  • ნავთობის ან ბუნებრივი აირის პლატფორმაზე; ქარის ენერგიის სადგურზე;
  • ოფშორულ კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს ენერგეტიკის სექტორს;
  • არის პროფესიონალი, რომელიც უზრუნველყოფს გადაუდებელი ტექნიკური დახმარების აღმოჩენას კრიტიკულად მნიშვნელოვანი სექტორისთვის და აუცილებელია სპეციალიზებული ცოდნა და ფიზიკურად ადგილზე ყოფნა;
  • არის საჰაერო ეკიპაჟის წევრი.
  • არის შესაბამისი მოწმობის მქონე მეზღვაური. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება კომერციული იახტების ან რეკრეაციული ხომალდების მეზღვაურებზე.
  • არის მეზღვაური იმ კომერციულ ხომალდზე, რომლის სიგრძე არის 24 მეტრი ან აღემატება მას.
  • არის დიპლომატი.
  • აქვს სამსახურებრივი პასპორტი და საჭიროებს ქვეყანაში შესვლას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.
  • არის სამხედრო პირი/შეიარაღებული ძალების წევრი და საჭიროებს ქვეყანაში შესვლას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით.
  • დასაქმებულია საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში.
  • არის ჟურნალისტი, როგორც ეს განსაზღვრულია ჟურნალისტების გამონაკლისით.
  • არის ელიტური სპორტსმენი როგორც ეს განსაზღვრულია ელიტური სპორტსმენების გამონაკლისით.
  • არის ბიზნესმენი, როგორც ეს განსაზღვრულია ბიზნესმენების გამონაკლისით.
  • არის კულტურული და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენელი.

 

ოჯახთან ვიზიტი/ოჯახის წევრის მონახულება

  • აქვს საგამონაკლისო გარემოებები, რათა ესტუმროს ოჯახს. ეს შესაძლებელია მკაცრად განსაზღვრულ შემდეგ საგამონაკლისო შემთხვევებში:

- პირი ნიდერლანდებში სტუმრობს მძიმე ან ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახის წევრს ან ესწრება დაკრძალვას. პირი უნდა იყოს პირველი ან მეორე რიგის ოჯახის წევრი (როგორც ეს განსაზღვრულია ნიდერლანდების კანონმდებლობით). ასეთმა პირმა უნდა შეავსოს სპეციალური დეკლარაცია.

- პირი ნიდერლანდებში შედის კანონის მიხედვით აღიარებული საკუთარი პარტნიორის მშობიარობის გამო. თუ პირი არ არის დაქორწინებული კანონის მიხედვით, აუცილებელია დაუბადებელი ბავშვის მამობის/მშობლობის აღიარების ცნობა. გარდა ამისა, პირმა გინეკოლოგის ან მეანის მიერ გაცემული ცნობით უნდა დაამტკიცოს, რომ პარტნიორი არის 34 კვირაზე მეტი ხნის ორსული.

- პირი ნიდერლანდებში შედის ახლადდაბადებული შვილიშვილის მონახულების მიზნით. აუცილებელია სპეციალური დეკლარაციის შევსება.

- პირი არის განქორწინებული მშობელი მესამე ქვეყნიდან და სურს შვილის მონახულება. აუცილებელია სპეციალური დეკლარაციის შევსება.

 

საერთაშორისო დაცვა და ჰუმანიტარული საფუძვლები

  • პირი არის საერთაშორისო დაცვის ქვეშ.
  • პირს ნიდერლანდებში შესვლის ნებართვა აქვს ჰუმანიტარული საფუძვლებით.
  • არის ნიდერლანდების მოქალაქეობის არმქონე, რომელიც ექცევა დისტანციურ ურთიერთობაში მყოფი პარტნიორის კატეგორიაში.

 

 ტესტის წარდგენის ვალდებულება და წინასწარი რეგისტრაცია

 

  • დაშვებული კატეგორიის პირებმა, რომლებიც ნიდერლანდებში მიემგზავრებიან მაღალი რისკის* ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, უნდა წარადგინონ ნიდერლანდებში ჩასვლამდე ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, 13 წლის ასაკიდან.
  • დამატებით, მგზავრებმა თან უნდა იქონიონ შევსებული და ამობეჭდილი „ჯანმრთელობის დეკლარაცია” (გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულიდან);

 

 

ნიდერლანდებში მოქმედი ზოგადი წესის მიხედვით, Covid-19 ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება აქვს 13 წლის ან მეტი ასაკის ყველა მგზავრს, რომელიც ნიდერლანდებში შედის ინფიცირების მაღალი ან ძალიან მაღალის რისკის ქვეყნიდან   თვითმფრინავით, გემით, საერთაშორისო მატარებლით, ავტობუსით ან კერძო ტრანსპორტით (ავტომობილი ან მოტოციკლი).

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ვაქცინირებულ მგზავრებზეც.


 

PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისგან თავისუფლდებიან:

  • ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული პირები და მეზღვაურები, რომლებიც ნიდერლანდებში შედიან სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით;
  • დიპლომატები:
  • ნიდერლანდებში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალი და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ან დარეგისტრირდებიან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • უცხო ქვეყნის დიპლომატიური პასპორტების მფლობელები;
  • ნიდერლანდური დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, რომლებიც მგზავრობენ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნით;
  • სახელმწიფოთა მეთაურები და უცხო ქვეყნის მთავრობის წევრები;
  • NATO-ს სამგზავრო მოწმობისა და NATO-2 ვიზის მფლობელები;
  • ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობის მქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში შედიან სამედიცინო მომსახურებისთვის;
  • სამეფო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული ცნობის მქონე პირები, რომლებიც ასრულებენ ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს დავალებებს და მათი თანმხლები პირები.
  • ტრანსსასაზღვრო დასაქმებულები; სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, შესაბამისი მტკიცებულების (იხ. დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ იგულისხმება ამ კატეგორიაში).

 

 სასარგებლო ინფორმაცია

* ძალიან მაღალი რისკის ქვეყნები (1 ივნისის მდგომარეობით): არგენტინა, ბაჰრეინი, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, კვიპროსი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ფრანგული გაიანა, გაიანა, კაბო ვერდე, ლიეტუვა, მალდივები, ინდოეთი, პანამა, პარაგვაი, პერუ, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ურუგვაი, ვენესუელა, სამხრეთ აფრიკა; შვედეთი;

ძალიან მაღალი რისკის** ქვეყნებიდან ნიდერლანდებში შემსვლელმა 13 წლის ან მეტი ასაკის მგზავრმა უნდა წარადგინოს ნიდერლანდებში ჩასვლამდე ბოლო 24 საათში გაკეთებული PCR ტესტის და სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხები.

** მაღალი რისკის ქვეყნები: მაღალი რისკის ქვეყნებია ის ქვეყნები, რომლებიც არ არის ძალიან მაღალი რისკის და დაბალი რისკის ქვეყნების სიაში;

 

დაბალი რისკის ქვეყნები:

  • ევროკავშირის/შენგენის ზონის შიგნით:
  • ავსტრია (10 ივნისიდან)
  • ბულგარეთი
  • ჩეხეთი (10 ივნისიდან)
  • ფინეთი
  • საფრანგეთი: მხოლოდ კუნძული კორსიკა
  • გერმანია (10 ივნისიდან)
  • უნგრეთი
  • ისლანდია
  • ირლანდია
  • იტალია, სიცილიის ჩათვლით (10 ივნისიდან)
  • საბერძნეთი: მხოლოდ ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი და იონიის კუნძულების რეგიონი
  • ლუქსემბურგი (10 ივნისიდან)
  • მალტა
  • ნორვეგია (ოსლოსა და აგდერის ჩათვლით 10 ივნისიდან)
  • პორტუგალია (აზორების და მადეირას ჩათვლით)
  • პოლონეთი (10 ივნისიდან)
  • რუმინეთი
  • სლოვაკეთი (10 ივნისიდან)
  • ესპანეთი: მხოლოდ ბალეარის კუნძულები და კანარის კუნძულები.

 

ევროკავშირის/შენგენის ზონის გარეთ:

ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ჩინეთი (ჩინეთი, ჰონგ კონგი, მაკაო) (ევროკავშირში შესვლის აკრძალვა ვრცელდება ჩინეთზე მანამ, სანამ ჩინეთი კვლავ არ დაუშვებს ევროპელ მოგზაურებს. მოგზაურებს ჩინეთიდან არ მოეთხოვებათ, რომ აჩვენონ უარყოფითი ტესტის განაცხადი), ისრაელი, იაპონია (10 ივნისიდან), სან მარინო (10 ივნისიდან), ვატიკანი (10 ივნისიდან).


 

 იზოლაცია/კარანტინი

- ნიდერლანდებში საქართველოდან შესულ პირზე არ ვრცელდება სავალდებულო იზოლაციის მოთხოვნა.

- იზოლაცია სავალდებულოა ნიდერლანდებში შემოსულ იმ მგზავრებზე, რომლებიც მოემგზავრებიან ძალიან მაღალი რისკის ქვეყნიდან (საქართველო არის მაღალი რისკის ქვეყანა). ეს ვალდებულება ვრცელდება ვაქცინირებულ მგზავრებზეც.

მგზავრმა უნდა შეავსოს და თან ჰქონდეს ამობეჭდილი „კარანტინის დეკლარაცია“ (ხელმისაწვდომია ამ ბმულზე) და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. კარანტინის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობაა €339. ძალიან მაღალი რისკის ქვეყნიდან შემოსული პირი უნდა გადავიდეს 10-დღიან იზოლაციაში. იზოლაციის ვალდებულება ვრცელდება ყველა სახის ტრანსპორტზე, რომლითაც პირი შემოდის ნიდერლანდებში.

მე-5 დღეს შესაძლებელია ტესტის გაკეთება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირს შეუძლია იზოლაციიდან გასვლა (ტესტირების ჩანიშვნა შესაძლებელია ტელეფონით ნომერზე 08001202 ან ონლაინ ამ ბმულზე).

იზოლაციის ვალდებულება არ ვრცელდება პირთა გამონაკლის კატეგორიებზე, მათ შორის დიპლომატიური პასპორტების მფლობელ პირებზე (გამონაკლისების სრული სია იხილეთ აქ).

თუმცა, გამონაკლის კატეგორიებში შემავალ პირს მაინც აქვს შევსებული და ამობეჭდილი „კარანტინის დეკლარაციის“ წარდგენის ვალდებულება, რომელშიც უნდა მიუთითოს საგამონაკლისო საფუძველი.


 

 ტრანზიტით გავლის პირობები

ტრანზიტი ნიდერლანდების გავლით ევროკავშირის/შენგენის ზონის გარეთ:

- პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს დამაკავშირებელი ფრენა ევროკავშირის/შენგენის ზონის გარეთ მდებარე ქვეყანაში. დამაკავშირებელი ფრენა უნდა სრულდებოდეს პირის ამსტერდამში ჩასვლიდან 48 საათის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში პირს ეკრძალება სატრანზიტო ზონის დატოვება.

- ევროკავშირის/შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნიდან ნიდერლანდების გავლით ტრანზიტი  ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში:

- პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყანაში შესვლის ნებართვა. ასეთი ნებართვა შეიძლება იყოს ამ ქვეყნის საელჩოს ნოტა ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შესვლის ნებართვას. თუ პირს არ აქვს ასეთი დოკუმენტი, ნიდერლანდების სასაზღვრო სამსახური ადგილზე გადაწყვეტს, რამდენად შეუძლია პირს მგზავრობის გაგრძელება. ასევე, თუ პირს არ აქვს მსგავსი დოკუმენტი, მას ეძლევა რეკომენდაცია, რომ ადგილსამყოფელი ქვეყნიდან დანიშნულების ქვეყანაში გაემგზავროს პირდაპირი რეისით.

 

ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ტრანზიტის დროს:

თუ პირი ნიდერლანდებში შედის მაღალი რისკის ქვეყნიდან (მათ შორის, საქართველოდან) მხოლოდ ტრანზიტის მიზნით, პირი თავისუფლდება PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისგან. ამ დროს პირს ეკრძალება სატრანზიტო ზონის დატოვება.

აქედან გამომდინარე, საქართველოდან ნიდერლანდებში მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შესული მგზავრი თავისუფლდება PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.


 

 სტუდენტების შესვლის პირობები

ნიდერლანდების სამეფოში შესვლა შეუძლია სტუდენტს, რომელიც ნიდერლანდებში შედის მოკლევადიანი ვიზიტით (3 თვეზე ნაკლები ვადით) და თან უნდა ჰქონდეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ცნობა. ამასთან, ასეთი საგანმანთლებლო დაწესებულება ნიდერლანდების იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის (IND) მიერ აღიარებული უნდა იყოს „მასპინძელ ორგანიზაციად“ (IND-ის ტერმინოლოგიით, „აღიარებული სპონსორი“).

გამგზავრების წინ მგზავრებმა თან უნდა იქონიონ შევსებული და ამობეჭდილი „ჯანმრთელობის დეკლარაცია” (გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულიდან).

იმ შემთხვევაში, თუ პირი ნიდერლანდებში მიემგზავრება ძალიან მაღალი რისკის ქვეყნიდან, მან ასევე უნდა შეავსოს და ამობეჭდოს „კარანტინის დეკლარაცია“ (ხელმისაწვდომია აქ: https://bit.ly/3g5plpw) . საქართველოდან შესულ მგზავრებზე ეს ვალდებულება არ ვრცელდება, რადგან საქართველო არ არის ძალიან მაღალი რისკის ქვეყანა.


 

 დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე: