საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების შესვლის პირობები


 
კოვიდვაქცინით შესვლის პირობები (+ PCR ტესტი)

 

 

2021 წლის 8 აგვისტოდან საქართველო ნიდერლანდების სამეფოს მიერ შეყვანილია ძალიან მაღალი რისკის ქვეყანების სიაში, თუმცა, შენარჩუნებული აქვს – ნარინჯისფერი კოდი

 

ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).
გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია.

 

საქართველოდან მიმავალ პირის მიერ წარდგენილი ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ სერტიფიკატი (ე.წ COVID-19 ბარათი, QR კოდით) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:


•    პირის სრული სახელი;
•    ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია;
•    ვაქცინა, რომელიც მოწონებულია EMA-ს ან WHO-ს მიერ;
•    ვაქცინის მწარმოებელი;
•    თითოეული დოზის გაკეთების თარიღი;
•    ქვეყანა (მათ შორის ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა;
•    ცნობის/სერტიფიკატის გამცემი;
•    ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური;
•    ცნობის/სერტიფიკატის გამცემი ხელმოწერა ან ბეჭედი;

 

დაშვებული ვაქცინებია:  Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), Astra Zeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac)

 

ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც:

•    გაიკეთა იმ ვაქცინის 2 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;
•    გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 1 დოზას; ან
•    მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;

 

ვაქცინების მეორე დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე. რაც შეეხება Janssen (Johnson&Johnson), რადგან ხსენებული ვაქცინა მოიცავს მხოლოდ ერთ დოზას, აცრიდან მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული. 

 

მოქალაქემ გამომგზავრებამდე უნდა შეავსოს ანკეტა : 

https://www.netherlandsandyou.nl/binaries/netherlandsandyou/documents/publications/2021/07/01/covid-19-vaccine-declaration-form/Vaccine+Declaration+COVID-19.pdf