საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2021 წლის 13 ოქტომბერს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ, ნიდერლანდების მეფეს, მის უდიდებულესობა ვილემ ალექსანდერს ჰააგაში ნორდეინდის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

ნიდერლანდების მეფემ ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.