საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ქიაო-ს (OPCW) გენერალურ დირექტორს რწმუნებათა წერილი გადასცა

2021 წლის 5 ნოემბერს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ, როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW-ქიაო) საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქიაო- გენერალურ დირექტორს, ფერნანდო არიასს რწმუნების წერილი გადასცა.

რწმუნებათა წერილის გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, დავით სოლომონიამ და ფერნანდო არიასმა, საქართველოსა და ქიაო- შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

საქართველო ქიაო- წევრია 1997 წლის 29 აპრილიდან. აღნიშნული მთავრობათაშორისი ორგანიზაცია პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ 1993 წლის კონვენციის შესრულებაზე, რომლის მიზანია მრავალგანზომილებიანი მიდგომებით, სრულად აღკვეთოს ქიმიური საბრძოლო საშუალებები.