საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგი შარვაშიძე

დაიბადა 1980 წლის 7 ნოემბერს, . ქუთაისში.

განათლება

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2005-2006 წლებში გაიარა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და RAND კორორაციის მხარდაჭერით გამართული საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში.

2009 წელს სწავლა განაგრძო საფრანგეთსა (ICN Business School, .ნანსი) და მოგვიანებით იტალიაში (Universita Cattolica del Sacro Cuore. .მილანი) და 2010 წელს მიენიჭა საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის ორმაგი ხარისხი.

2010-2011 წლებში სწავლობდა აღმოსავლეთ ჩინეთის (.შანხაი) მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში (ECUST) ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

სამსახურეობრივი გამოცდილება

1996-1998 წლებში იყო ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის გაზეთისრიმისმთავარი რედაქტორი.

2002 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში საგარეო ურთიერთობათა ცენტრის კოორდინატორად.

2004-2005 წლებში იყო საზოგადოებრივი გაერთიანებადემოკრატიის ცენტრშისაგარეო ურთიერთობათა მენეჯერი.

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოში უფროს ინსპექტორად.

2006-2016 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებასარაჯიშვილშისხვადასხვა თანამდებობაზე.

2016-2017 წლებში იყო სააქციო საზოგადოებასარაჯიშვილისაღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ოპერაციული დირექტორი.

2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2018 წლის 1 დეკემბრიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში.

ენები

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.