საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია ექვსი შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ტრანსპორტის, საფინანსო და თავდაცვის სფეროებში.

ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ნიდერლანდების სამეფო წამყვან პოზიციაზეა.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერობების ხელშეწყობის მიზნით, 2012 წელს დაარსდა ნიდერლანდები-საქართველოს ბიზნეს საბჭო.

ნიდერლანდების სამეფო მნიშვნელოვან საექსპერტო დახმარებას უწევს საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანთა უფლებების დაცვა; უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა; სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა; მმართველობის გაუმჯობესება; სიღარიბის დაძლევა.

ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო სექტორის ფინანსური მენეჯმენტის რეფორმა.

ქართველ დიპლომატებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ყოველწლიურ სასწავლო პროგრამაში.

2012 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

ნიდერლანდების სამეფოში ფუნქციონირებს რამდენიმე ქართულ-ჰოლანდიური საზოგადოება, რომლებიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

ეკონომიკური თანამშრომლობა:

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს. 2011 წელს, ნიდერლანდების სამეფო, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით, პირველ ადგილზე იყო.

საქართველო - ნიდერლანდების სავაჭრო ბრუნვა

(მლნ. აშშ დოლარი)

წლები

2009

2010

2011

2012 3 თვე

ბრუნვა

108,82

117

150

38

ექსპორტი

9,02

17,2

17

3,6

იმპორტი

99,8

99,8

133

34,4

თანამშრომლობა განვითარების პროგრამის ფარგლებში:

ნიდერლანდების სამეფო აქართველოში პროგრამებს ახორციელებს შემდეგი მიმართულებით: კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობა სამშვიდობო პროცესების განმტკიცების ხელშეწყობა (Peace building), მმართველობის გაუმჯობესება (Good Governance) სიღარიბის დაძლევა.

თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში:

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ნაყოფიერად ვითარდება თანამშრომლობა

განათლების სფეროში. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ

ნიდერლანდური მხარის მიერ დაფინანსებულ არაერთ სასწავლო პროგრამაში. წარმატებით

მიმდინარეობს თანამშრომლობა დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა (Delft University of

Technology) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. 2012 წლის 23 მარტს, ლეიდენის

უნივერსიტეტის (Leiden University) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაარსდა

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

ნიდერლანდების სამეფოში ფუნქციონირებს რამდენიმე ნიდერლანდურ-ქართული ფონდი, რომელიც ორგანიზებას უწევეს სხვადასხვა სახის ღონისძიებას და ახორციელებს კულტურულ

პროექტებს (საქართველოს დღეები).

ბმულები:

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის სენატი
ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატა
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისი