საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მასტერკლასი “The Cradle of Wine”

24 მაისს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და კომპანია „Women in Wine”-ის ორგანიზებით, საელჩოში ქართული ღვინის მასტერკლასი “The Cradle of Wine”  გაიმართა. მასტერკლასი სომელიე სოფიო ყავლაშვილმა ღვინის ექსპერტების, სომელიების, ღვინის მოყვარულების და მედიის წარმომადგენლებისათვის ჩაატარა.

საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ქართული ღვინისადმი ინტერესის გამოხატვისათვის. მან აღნიშნა, რომ ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგია უძველესი და უნიკალურია მსოფლიოში.

მასტერკლასის დროს სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინის არაერთი სახეობა, მათ შორის ქვევრის ღვინო.

ასევე სტუმრებს საშუალება  ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს შესახებ ტურისტულ მასალას.