საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ხრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

27 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ხრონინგენის უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.  შეხვედრის ორგანიზება გაუწია საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ერეკლე კოპლატაძემ, რომელიც ხრონინგენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

დისკუსიის დროს საქართველოს ელჩმა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, საქართველოში მიმდინარე რეფორმების, უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, კერძოდ კი ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. 

სტუდენტებთან შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე.

ასევე საქართველოს ელჩი სტუდენტებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.