საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ჰოლანდიელ ბიზნესმენებთან


26 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ჰოლანდიელ ბიზნესმენებთან მათთვის საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით. ელჩმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით არსებული შესაძლებლობებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.