საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ

16.03.2020 თბილისი - საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ.

შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 18 მარტის 00:00-დან და ძალაში იქნება ორი კვირის განმავლობაში.  

შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები;

ბ) შერეულ ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;

გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირები - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები...);

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირები - გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;

ე) სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირები;

ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები.

ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://mfa.gov.ge