საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ANWB-ის გენერალურ დირექტორთან

12 ივნისს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ვიდეო-კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების უმსხვილესი ტურისტული გაერთიანების ANWB-ის გენერალურ დირექტორთან ფრიტს ვან ბრუგენთან და ტურიზმის დირექტორთან მარიონ კაპერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ამ კონტექსტში აღინიშნა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში საქართველოს წარმატებული გამოცდილება.

გაერთიანების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ საელჩოსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გაერთიანების წევრებს შორის გავრცელების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული გაერთიანება ANWB წარმოადგენს 4 მილიონზე მეტი წევრის ინტერესებს.