საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „პანდემია და პოლიტიკა - სამხრეთ კავკასია და კორონა“

2020 წლის 25 ივნისს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო The Hague Humanity Hub და LiNKS Europe-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში „პანდემია და პოლიტიკა - სამხრეთ კავკასია და კორონა“.
ელჩმა მიმოიხილა საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და მონაწილეებს გაუზიარა ვირუსის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება.
ელჩმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პანდემიის დროს რუსეთის გახშირებულ პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებს, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სიტუაციას და რუსეთის მხრიდან გააქტიურებულ დეზინფორმაციის კამპანიას.