საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიდეო-ჩართვა კომპანია Delinuts-ის გენერალურ დირექტორთან

2020 წლის 2 ივლისს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჭითანავამ ვიდეო-კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართეს ნიდერლანდური კომპანიის Delinuts B.V. გენერალურ დირექტორთან კურტ ლიკელემასთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ჰოლანდიელი ბიზნესმენისთვის საქართველოში თხილის მოყვანა-წარმოების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

Delinuts B.V. წარმოადგენს ნიდერლანდური ჰოლდინგის Amsterdam Commodities N.V. შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგის საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა წარმოადგენს და მისი წლიური ბრუნვა 700 მილიონ ევროს აღემატება.