საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნაწილობრივი ჩაკეტვის დროებითი გამკაცრება

4 ნოემბრის 22:00 საათიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, იმოქმედებს შემდეგი რეგულაციები:

ჯგუფები:

·         დღის განმავლობაში დასაშვებია არაუმეტეს 2 პირის სახლში სტუმრად მიღება.

·         ღია და დახურულ სივრცეში დასაშვებია მხოლოდ 2 პირისგან შემდგარი ჯგუფების ყოფნა (თუ პირები არ ცხოვრობენ ერთად).

·         ერთ ჯგუფში ერთად მცხოვრები პირების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

ყოველდღიური ცხოვრება:

·         სახლში დარჩენა, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

·         არააუცილებელი მგზავრობის პრევენცია.

·         სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია, თუ აბსოლუტურად აუცილებელი არ არის სამუშაო ადგილზე მისვლა.

·         13 წლის ასაკიდან ყველამ უნდა ატაროს პირბადე საჯარო დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

·         საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ყველამ უნდა ატაროს პირბადე, გარდა გაკვეთილების პროცესისა.

·         დაიხურა ყველა დაწესებულება, რომელიც, როგორც წესი, საჯაროდ ღიაა (მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, გასართობი პარკები, ზოოპარკები, საცურაო აუზები და ბიბლიოთეკები).

o   კვების ყველა დაწესებულება რჩება დახურული. შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეკვეთა და წაღება (take-away). გამონაკლისებია:

§  სასტუმროები, რომლებიც ემსახურებიან საკუთარ სტუმრებს.

§  დაკრძალვები.

§  აეროპორტებში არსებული კვების პუნქტები (კონტროლის გავლის შემდეგ).

o   დაწესებულებებმა, რომლებიც, სხვა ფუნქციებთან, ახორციელებენ საკვებითა და სასმლით მომსახურებას, შეაჩერეს მომსახურების აღნიშნული სეგმენტი.

·         საცალო ვაჭრობის მაღაზიები დაიკეტება არაუგვიანეს 20:00 საათისა.

o   სასურსათო მაღაზიებს შეუძლიათ უფრო გვიანობამდე მუშაობა.

o   შეიძლება არ დაიხუროს სურსათის ბაზრობები.

·         20:00-დან 07:00 საათამდე აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა და საჯარო სივრცეში მოხმარება. ამავე პერიოდში აიკრძალა საჯარო ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება და თან ქონა.

·         აიკრძალა დახურული და ღია ღონისძიებები. გამონაკლისია:

o   დემონსტრაციები, შეკრებები და შეხვედრები, რომელსაც განსაზღვრავს ნიდერლანდების კანონი „საჯარო შეკრებების შესახებ“.

·         საცალო ვაჭრობის ობიექტებთან დაიწყება მოლაპარკებები რეგულაციების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.  თუ ობიექტი ძალიან გადაიტვირთება, ან არ იქნება დაცული რეგულაციები, შესაძლებელია ობიექტი ნაწილობრივ ან სრულად დაიკეტოს. გამკაცრდება რეგულაციების დაცვის კონტროლი.

სპორტული აქტივობები ნებადართულია შემდეგი შეზღუდვებით:

·         სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის დასაშვებია სპორტული აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურად ან არაუმეტეს 2-კაციანი ჯგუფების მონაწილეობას, 1.5 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვით პირობით. აიკრძალა მატჩები და შეჯიბრებები. გამონაკლისია:

o   ელიტური სპორტსმენების მონაწილეობა წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე.

o   ფეხბურთელები და შესაბამისი დამხმარე პერსონალი ერედივიზიონში და ერსტედივიზიონში.

·         18 წლამდე ასაკის სპორტსმენებისთვის დასაშვებია გუნდური სპორტული აქტივობა, მათ შორის მატჩები და შეჯიბრებები სპორტული კლუბების შიგნით.

·         გარდა სპორტული სასადილოებისა, დაიხურა საშხაპეები და გამოსაცვლელი ოთახები.

·         აიკრძალა ჯგუფური გაკვეთილები.

·         აიკრძალა მაყურებლის დასწრება.

მოგზაურობა:

·         მოგზაურობა ნიდერლანდების შიგნით:

o   სახლში დარჩენა, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

o   არააუცილებელი მგზავრობის პრევენცია.

o   მოგზაურობის დანიშნულების ადგილზე დარჩენა, რამდენადაც შესაძლებელია.

o   გარეთ გასვლისგან და ხალხმრავალი ადგილებისგან თავშეკავება;

მოგზაურობა ნიდერლანდების საზღვრებს გარეთ:

·         საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავშეკავება, განსაკუთრებით იანვრის შუა რიცხვებამდე, თუ გამგზავრება არ არის აუცილებელი;

o   დასვენება და ოჯახთან სტუმრობა არ არის აუცილებელი მგზავრობის საფუძვლები.

o   შეამოწმეთ ბოლო რეკომენდაციები მგზავრობის შესახებ შემდეგ ვებგვერდზე: www.nederlandwereldwijd.nl.

o   თუ პირი ბრუნდება „ნარინჯისფერი კოდის“ მქონე ქვეყნიდან, ის ექვემდებარება 10-დღიან თვითიზოლაციას.

·          ნებადართულია ნიდერლანდების კარიბულ ტერიტორიებზე გამგზავრება. შეამოწმეთ ბოლო რეკომენდაციები აღნიშნულ არეალში გამგზავრებამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.government.nl/latest/news/2020/11/03/temporary-tightening-of-partial-lockdown

 




stopcov.ge

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal