19 ნოემბრიდან მოქმედი რეგულაციები
ჯგუფები:
· დღის განმავლობაში დასაშვებია არაუმეტეს 3 პირის ან სტუმართა ერთი ჯგუფი სახლში სტუმრად მიღება.
· ღია სივრცეში დასაშვებია არაუმეტეს 4 პირისგან შემდგარი ჯგუფების ყოფნა (შეზღუდვა არ ვრცელდება ერთად მცხოვრებ პირებზე).
· დახურულ სივრცეში დასაშვებია მაქსიმუმ 30 ადამიანის ერთად ყოფნა.
ყოველდღიური ცხოვრება:
· სასურველია მინიმალური სიხშირით მგზავრობა.
· სასურველია სახლიდან მუშაობა, თუ აბსოლუტურად აუცილებელი არ არის სამუშაო ადგილზე მისვლა.
· 13 წლის ასაკიდან ყველამ უნდა ატაროს პირბადე საჯარო დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
· საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ყველამ უნდა ატაროს პირბადე, გარდა გაკვეთილების/ლექციების პროცესისა.
· დახურული რჩება კვების ყველა დაწესებულება. შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეკვეთა და წაღება (take-away). გამონაკლისებია:
o სასტუმროები, რომლებიც ემსახურებიან საკუთარ სტუმრებს.
o დაკრძალვები.
o აეროპორტებში არსებული კვების პუნქტები (კონტროლის გავლის შემდეგ).
o კომპანიების კაფეტერიები.
o მზრუნველობის დაწესებულებები, რომლებიც საკვებით უზრუნველყოფენ პაციენტებს და მათ მოსანახულებლად მისულ სტუმრებს.
o მოწყვლადი ჯგუფების ხელშეწყობის მიზნით დღისით მოქმედი დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კვებას.
· დაწესებულებები, რომლებსაც კომბინირებული აქვთ საკვებითა და სასმლით მომსახურება, უნდა შეაჩერონ მომსახურების აღნიშნული სეგმენტი.
· მაღაზიები უნდა დაიკეტოს არაუგვიანეს 20:00 საათისა.
· სასურსათო მაღაზიებს შეუძლიათ უფრო გვიანობამდე მუშაობა.
· 20:00-დან 07:00 საათამდე აკრძალულია ალკოჰოლის რეალიზაცია და მოხმარება საჯარო ადგილებში.
· აკრძალულია ღონისძიებების ჩატარება. გამონაკლისია:
o სურსათის ყოველკვირეული ბაზრობები;
o სავაჭრო ბაზრობები და კონფერენციები;
o კინოთეატრები და თეატრები, კონცერტები, მუზეუმის გამოფენები და ა.შ.;
o მატჩები და შეჯიბრებები ელიტური სპორტსმენებისთვის სავარჯიშო კომპლექსებში; ფეხბურთის მატჩები ერედივიზიონში და ერსტედივიზიონში; 18 წლამდე სპორტსმენების შეჯიბრებები თავიანთი კლუბების ფარგლებში.
o დემონსტრაციები, შეკრებები და შეხვედრები, რომელსაც განსაზღვრავს კანონი „საჯარო შეკრებების შესახებ“.
· საცალო ვაჭრობის სექტორში მთავარ მოთხოვნად რჩება რეგულაციების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა. თუ ობიექტი ძალიან გადაიტვირთება, ან არ იქნება დაცული რეგულაციები, შესაძლებელია ობიექტი ნაწილობრივ ან სრულად დაიკეტოს. გამკაცრდება რეგულაციების დაცვის კონტროლი.
· ობიექტები, სადაც ხალხი გადააადგილებდა ნაკადების სახით (მაგ., ბიბლიოთეკები, მუზეუმები, ზოოპარკები და ა.შ.) ვიზიტორებმა უნდა დაჯავშნონ დროის კონკრეტული მონაკვეთები. ეს რეგულაცია არ ეხება საცალო ვაჭრობის ობიექტებს და სურსათის ყოველკვირეულ ბაზრობებს.
o შეზღუდვა დაწესდა ჯგუფურ სიმღერაზე. გამონაკლისია:
o პროფესიონალი მომღერლები;
o ბავშვები 13 წლამდე;
o რელიგიურ ან რწმენაზე დაფუძნებულ ღონისძიებებში სიმღერა;
o სიმღერა დემონსტრაციების დროს.
· დაკრძალვას შეიძლება დაესწროს მაქსიმუმ 100 ადამიანი.
სპორტული აქტივობები ნებადართულია შემდეგი შეზღუდვებით:
· 18 ან მეტი ასაკის მქონე ადამიანებისთვის დასაშვებია სპორტული აქტივობა, თუ მუდმივად დაიცავენ 1.5 მეტრიან სოციალური დისტანციას. ამ პირობით, დასაშვებია სპორტული აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ ან არაუმეტეს 4-კაციანი ჯგუფების მონაწილეობას.
· აიკრძალა მატჩები და შეჯიბრებები. გამონაკლისია:
o ელიტური სპორტსმენების მონაწილეობა წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე.
o ფეხბურთელები და შესაბამისი დამხმარე პერსონალი ერედივიზიონში და ერსტედივიზიონში.
· 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებისთვის დასაშვებია გუნდური სპორტი, მათ შორის მატჩები და შეჯიბრებები სპორტული კლუბების შიგნით.
· დახრული რჩება სპორტული სასადილოები, საშხაპეები და გამოსაცვლელი ოთახები.
· აკრძალულია სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება.
მოგზაურობა:
· რეკომენდაციები ნიდერლანდების შიგნით მოგზაურობაზე:
o სახლში დარჩენა, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
o მოგზაურობის დანიშნულების ადგილზე დარჩენა, რამდენადაც შესაძლებელია.
o გარეთ გასვლისგან და ხალხმრავალი ადგილებისგან თავშეკავება;
· რეკომენდაციები ნიდერლანდების საზღვრებს გარეთ მოგზაურობაზე:
o საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავშეკავება, განსაკუთრებით იანვრის შუა რიცხვებამდე, თუ გამგზავრება არ არის აუცილებელი;
o დასვენება და ოჯახთან სტუმრობა არ არის აუცილებელი მგზავრობის საფუძვლები.
o მოქალაქემ უნდა შეამოწმოს ბოლო რეკომენდაციები მგზავრობის შესახებ შემდეგ ვებგვერდზე: www.nederlandwereldwijd.nl.
o თუ პირი ბრუნდება „ნარინჯისფერი კოდის“ მქონე ქვეყნიდან, ის ექვემდებარება 10-დღიან თვითიზოლაციას.
o ნებადართულია ნიდერლანდების კარიბულ ტერიტორიებზე გამგზავრება. შეამოწმეთ ბოლო რეკომენდაციები აღნიშნულ არეალში გამგზავრებამდე.
წყარო: https://www.government.nl/topics/coronavirus-covid-19/news/2020/11/17/partial-lockdown-to-continue