საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები



მდებარეობა
: ქ. ჰააგა, ნიდერლანდები

მისამართი: Lange Vijverberg 12, 2513 AC The Hague

ტელეფონი: + 31 (0) 70 302 90 80

ცხელი ხაზი (გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებისთვის): +31 6 18 54 28 74

ელ.ფოსტა საელჩო: [email protected]

ელ.ფოსტა საკონსულო: [email protected]

სამუშაო საათები: 09.00-18.00


საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვას და მათ სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქმედით მექანიზმებს შეიმუშავებს.

მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ახდენენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას, მათი ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრებას.

გთხოვთ, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, შეავსოთ და ელექტრონული ფორმით გამოგზავნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე განთავსებული განცხადების ფორმა.




 2019 წლის დღესასწაულები და დასვენების დღეები:

1 და 2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღეები

7 იანვარი - შობის ბრწყინვალე დღესასწაული 

19 იანვარი - ნათლისღება

 

3 მარტი - დედის დღე

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე

9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის

მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და

სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე

26-29 აპრილი - სააღდგომო დღეები

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

12 მაისი - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

28 აგვისტო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა)

14 ოქტომბერი - მცხეთობა (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის)

23 ნოემბერი - გიორგობა.