საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +31 070 302 90 80

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვეში, აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება  2 საუკეთესო აპლიკანტს.


სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან   
მოქალაქეს,     რომელიც     ფლობს    სახელმწიფო     ენას,     არის უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საბუთები  მიიღება,   ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე [email protected]

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები:
  1. განაცხადების გადარჩევა
  2. გასაუბრება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას, სასურველია ნიდერლანდური ენის ცოდნა;
  • იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ნიდერლანდების სამეფოში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
კონკურსის თემატიკა:
  • საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
  • საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები;
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected] უნდა წარადგინოს:
  • ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
  • ბ) ავტობიოგრაფია;
  • გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • დ) პასპორტის ასლი;
  • ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელ დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  • ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4)
  • ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ქ. ჰააგა, Lange Vijverberg 12, 2513 AC The Hague


სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +31 070 302 90 80



stopcov.ge

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal