საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის მხარდასაჭერ 3 პროექტს!

  1. "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის 2021 წლის საკონკურსო შერჩევა;
  2. საგრანტო კონკურსი -„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“;
  3. საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2021 წლის საკონკურსო შერჩევა.

 

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის წესით, აფინანსებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს. პროგრამის მიზნობრიობა, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით იცვლება. 2021 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, მედია/საინფორმაციო მხარდაჭერა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე, ტრადიციულად, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

 

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი. პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected]

 

გთხოვთ, უზრუნველეყოთ აღნიშნული ინფორმაციის ქართულ დიასპორაში გავრცელება. დანართის სახით, გიგზავნით საგრანტო პროგრამის აღწერილობას, საგრანტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებს.

 დანართი: 7 გვ. 

  1. განაცხადის ფორმა, დანართი 2
  2. ხარჯთაღრიცხვის დანართი
  3. პროგრამის აღწერილობა.pdf

 „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“


პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, ისე საზღრვაგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროგრამა წელს, პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 89 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს. 

კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.
 
კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების  წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);

კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს:
მობ.: +995 577768768; +995 595964000.
  1. განაცხადის ფორმა, დანართი 2.pdf
  2. საგრანტო პროგრამის აღწერილობა.pdf
  3. ხარჯთაღრიცხვის ფორმა დანართი N3.xls


„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. მისი ამოცანაა ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.

მიმდინარე, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

მიმდინარე წლის კონკურსის შესახებ ინფორმაცია

  1. მიმდინარე, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში (1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. აზერბაიჯანი; 3. ამერიკის შეერთებული შტატები; 4. ბელარუსი 5. ბელგიის სამეფო; 6. ბულგარეთი; 7. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 8. დანია; 9. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; 10. ესპანეთის სამეფო 11. ესტონეთი;  12. თურქეთის რესპუბლიკა; 13. იაპონია; 14. ირლანდია; 15. ისრაელის სახელმწიფო; 16.  იტალიის რესპუბლიკა; 17. ლატვია; 18. ლიეტუვა; 19. ნორვეგია; 20. ნიდერლანდების სამეფო; 21. პოლონეთის რესპუბლიკა; 22. საბერძნეთის რესპუბლიკა; 23. სამხრეთ აფრიკა; 24. საფრანგეთის რესპუბლიკა; 25. უკრაინა; 26.  უნგრეთი;  27. შვედეთის სამეფო; 28. შვეიცარია; 29. ჩინეთი; 30.  ჩეხეთის რესპუბლიკა);
  2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს  ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და  ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  3. „ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოსა და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)   წარმომადგენლების შემადენლობით;
  4. განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  [email protected]
წარმოსადგენი დოკუმენტები:
  1. შევსებული საკონკურსო განაცხადი;
  2. სამოქმედო გეგმა;
  3. სამოტივაციო წერილი;
  4. ფოტოსურათი;
  5. CV ქართულ ენაზე;
  6. საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  7. საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა და სხვა);
  8. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  9. ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  10. რეკომენდაციები, სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში (ან ონლაინ ფორმატში, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით) გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც, „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმას.