საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის წესით, აფინანსებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს. პროგრამის მიზნობრიობა, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით იცვლება. 2021 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, მედია/საინფორმაციო მხარდაჭერა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე, ტრადიციულად, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი. პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected]

დანართი: 7 გვ. 

  1. განაცხადის ფორმა, დანართი 2
  2. ხარჯთაღრიცხვის დანართი
  3. პროგრამის აღწერილობა.pdf

დამატებითი ინფორმაცია:  https://mfa.gov.ge/News/diasporuli-iniciativebis-mkhardacheris-sagranto-pr.aspx?lang=ka-GE 



stopcov.ge

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal