საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2018 წლის 15 მაისიდან - 2018 წლის 15 აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას, ერთჯერადად გათავისუფლდნენ აღნიშნული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

2018 წლის 15 მაისიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე
საქართველოს მოქალაქეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას, ერთჯერადად გათავისუფლდნენ აღნიშნული პასპორტის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასური შემცირდა - 80 აშშ დოლარით და მომსახურების საფასური განისაზღვრა - 50 აშშ დოლარი.