საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუბრიკა-"გაიცანი ქართველები"- იზოლდა კვიციანი

დღეს რუბრიკა „გაიცანი ქართველები“ ჰააგაში, ქართული რესტორნის „სოხუმის“ მფლობელს, ქალბატონ იზოლდა კვიციანს გაგაცნობთ. 19 წელია ემიგრანტია. ამბობს, რომ ნიდერლანდების სამეფომ მაქსიმალური გააკეთა მისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, თუმცა ჩამოსვლის დღიდან ოცნება ქართული საქმის კეთება იყო. დიდი შრომის შედეგად შეძლო და საკუთარი რესტორანი გახსნა.

როგორც თავად ამბობს ამაყია, რომ ევროპის შუაგულში პატარა სოხუმი აქვს, სადაც საქართველოს აცნობს ჰოლანდიას.

იზოლდა კვიციანი.pdf