საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოების ფესტივალი 2018

1 სექტემბერს, 12:00–დან 20:00 საათამდე, ჰააგის ცენტრალურ მოედანზე ყოველწლიური საელჩოების ფესტივალი გაიმართება

საელჩოების ფესტივალზე საერთაშორისო მარკეტზე ეწვიეთ  საქართველოს კუთხეს და დააგემოვნეთ ქართული კერძები, #ყველი და ღვინო. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინოც. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ასევე წარმოდგენილი იქნება ტიხრული მინანქრით შესრულებული ხელნაკეთი სამკაულები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

მონაწილე კომპანიები არიან: რესტორანისოხუმი“; ყველი კომპანიაDeli Georgia”; “Ghvino”; “Saperavi Wine Agency”; “Tika Tours Georgia”  და მანა ოტმერი.