საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მასტერკლასი „Taste of Georgia”

საქართველოს საელჩოში ჰოლანდიის Wine Institute”-ის ორგანიზებით, ასევე საქართველოს „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და კომპანია Saperavi wine agency”- მხარდაჭერით, მასტერკლასიTaste of Georgia” გაიმართა.

საქართველოს ელჩი, კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ქართული ღვინისადმი ინტერესის გამოხატვისათვის.

მასტერკლასის დროს სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინის 15-მდე სახეობა. ღვინოსთან ერთად მათ ასევე საშუალება ჰქონდათ ქართული ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ და შეედარებინათ თუ რომელი კერძი რომელ ღვინოს უხდება.

მასტერკლასს ესწრებოდნენ ღვინის ექსპერტები და ქართული ღვინის მოყვარულები.