საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროექტი „დავიბრუნოთ ერთმანეთი“

ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით 4, 5, და 6 ოქტომბერს, ჰააგასა და ამსტერდამში, აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ იმართება, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს.

პროექტის საზეიმო გახსნა 4 ოქტომბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა. საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს უმთავრეს და ყველაზე მტკივნეულ პრობლემას ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის შუაგულში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით ყველას შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს საელჩოში აფხაზეთის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა მისი მიღწევა საერთაშირისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის გარეშე ძალზედ რთულია”.

ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრისმოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღდა სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის / განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახია, ასევე სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძე, მწერალმა გურამ ოდიშარია და სხვა სპეციალურად მიწვეულმა სტუმრებმა.  პროექტის შესახებ ისაუბრეს “ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ და პროექტის იდეის ავტორმა, ცენტრის მრჩეველმა, ლალი ბუთბაიამ.

პროექტის საზეიმო გახსნაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 

ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა პოეტმა მერი პაპუნაშვილმა. ხელოვნების სკოლააფხაზეთი 2”-ის აღსაზრდელებმა და ანსამბლ “რუსთავის” სოლისტმა გიორგი ალექსანდრიამ  რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს. არასამთავრობო ორგანიზაცია “Youth of Democracy”-ის ხელმძღვანელმა რიტა პროკოპენკომ წარადგინა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ნახატები. კომპანია „Georgian Unique Wine”-მა კი ქართული ღვინის „ხაშმის საფერავის“ პრეზენტაცია მოაწყო. საელჩოში, ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მარინა თამლიანი-გამისონიას, თეა შამუგიას, გიორგი შენგელიას, ელდარ ქავშბაია და დავით ტაბაღუას ნახატები.

მოეწყო დიზაინერ თეა გუნთაიშვილის თოჯინების და კომპანიამარიგოლდი“- გათანამედროვებული ეროვნული სამოსის გამოფენა.

5 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში ამსტერდამში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამსტერდამის „University of Applied Sciences“-ის საგანმანათლებლო -გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაცია ჩატარდება.

პროექტი 6 ოქტომბერს ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება და ანსამბლ “რუსთავის” სოლისტის, გიორგი ალექსანდრიას, ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი 2”-ის და Voice of Germany 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუას კონცერტით დაიხურება. ასევე კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჰოლანდიაში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “მერანი”. ორი დირიჟორის, ქეთევან წიკლაურის და ივო ბოსვაიკის ხელმძღვანელობით ჰოლანდიელი მომღერლები ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.