საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუბრიკა-"გაიცანი ქართველები"- ერეკლე კოპლატაძე

დღეს რუბრიკა „გაიცანი ქართველები“ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ კიდევ ერთ ქართველ სტუდენტს და საქართველოს ახალგზარდა ელჩს  ერეკლე კოპლატაძეს გაგაცნობთ.

საქართველო 13 წლის ასაკში დატოვა და სწავლა თურქეთში ნატო-ს ამერიკულ სკოლაში გააგრძელა. შემდეგ, 5  წელი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში (UCL) ისწავლა, სადაც ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მოიპოვა. ამის შემდეგ კი, ისევ ანკარაში დაბრუნდა და მუშაობა გაეროს საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციაში (IOM) დაიწყო. სამწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და ამჟამად გრონინგენის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განხრით სწავლობს.


ერეკლე კოპლატაძე.pdf