საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა

5 დეკემბერს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რობ ზაახმანთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ შეხვედრას ნიდერლანდელ კოლეგასთან, რომელიც 6 დეკემბერს მილანში, ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებშია დაგეგმილი. ასევე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

ბატონმა ზაახმანმა წარმატება უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.