6 დეკემბერს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, ქალბატონ პასკალე გროტენჰუისს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ ნაბიჯებზე.
ქალბატონმა პასკალე გროტენჰუისმა საქართველოს ახალ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.