საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის (CDA) საგარეო საკითხების სპიკერთან და საგარეო კომიტეტის წევრთან მარტაინ ვან ჰელვერტსთან

17 აპრილს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის (CDA) საგარეო საკითხების სპიკერთან და საგარეო კომიტეტის წევრთან მარტაინ ვან ჰელვერტსთან შეხვედრა გამართა.  

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავების და გაცვლითი ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობა. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით  საქართველოს საელჩოსა და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს შორის აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

საქართველოს ელჩმა ჰოლანდიელ პარლამენტარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ირაკლი კვარაცხელიას ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. ასევე, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ხაზი გაესვა ნიდერლანდების პარლამენტის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.