საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა პარტია „D66”-ის საგარეო საკითხების სპიკერთან და საგარეო კომიტეტის წევრთან შურდ შურდსმასთან

18 აპრილს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ „დემოკრატები 66“ პარტიის (D66) საგარეო საკითხების სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან შურდ შურდსმასთან შეხვედრა გამართა. 

საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ასევე, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ხაზი გაესვა ნიდერლანდების პარლამენტის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით  აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.