საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან

11 ივნისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან - მერეი ვაგენაართან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.